ავტორი:

მობილური ჟურნალისტიკა და ქართული "ნიუსრუმით" აღფრთოვანებული გერმანელი ჟურნალისტები

მობილური ჟურნალისტიკა და ქართული "ნიუსრუმით" აღფრთოვანებული გერმანელი ჟურნალისტები

დღეს სმარტფონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მედიისთვის კი მთავარი სამუშაო იარაღი - ფოტო და ვიდეო გადაღება, ხმის ჩაწერა, ტექსტის დაწერა და გაგზავნა ეს ყველაფერი სმარტფონების საშუალებით უფრო მარტივი გახდა.

შესაძლებელია თუ არა სმარტფონით პროფესიონალურად მუშაობა და როგორია მობილური ჟურნალისტიკის მომავალი - "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ამ თემაზე ისაუბრეს გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის WDR-ის ჟურნალისტებმა - იენს ტერვორენმა და არნდ ლორენციმ, რომლებიც საქართველოში სტუმრად არიან და ქართველ ჟურნალისტებს უზიარებენ გამოცდილებას:

"ჩვენი ვიზიტის მიზანია, გავიგოთ ის თუ რა შანსები და საზღვრები აქვს სმარტფონების გამოყენებას. გერმანიაშიც დიდი დისკუსიაა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება უკვე კარგად ნაცნობი პროფესიონალური სატელევიზიო ტექნიკით და სმარტფონით, რომელიც პატარა და კომპაქტურია.

ძალიან დიდი სხვაობა ჩვენს სატელევიზიო არხსა და თქვენს ტელევიზიას შორის, რადგან ჩვენ ვიყენებთ სმარტფონებს როგორც დამატებას, თუმცა, რაც ჩვენ აქ ვიხილეთ, არის ძირითადად სმარტფონების გამოყენება სამუშაო პროცესში და ეს ძალიან შთამბეჭდავია! ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რაც დღეს თქვენთან ვნახე - თუ რა შესანიშნავად იყენებენ სმარტფონებს თქვენს რედაქციაში" - ამბობს ჟურნალისტი არნდ ლორენცი.

"სემინარის დროს ჟურნალისტებს სწორედ ამას ვასწავლით: რამდენად შესაძლებელია ამ პატარა სმარტფონებით ყველაფრის გადაღება გარეთ მაშინ როცა, არის ხმაური, სადაც სხვადასხვა პირობები, გამოსახულება არ არის კარგი და ა.შ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პატარა სმარტფონებით, რა შესაძლებლობები აქვთ მათ - სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, გვეჩვენებინა ჟურნალისტებისთვის.

რაც შეეხება სმარტფონ-ჟურნალისტიკის მომავალს, მე ვფიქრობ, რომ მომავალში ეს იქნება პატარა, კარგი ხარისხის კამერები მაღალი გამოსახულებით და ხმის საუკეთესო ხარისხით, რომლებიც იქნებიან დაკავშირებულნი სმარტფონთან, რომ ჟურნალისტმა მის მიერ გადაღებული მასალა მაშინვე გადააგზავნოს მედია-ორგანიზაციაში" - აღნიშნა ჟურნალისტმა იენს ტერვორენმა.

შეგახსენებთ, ქართულ ტელესივრცეში პირველი გადაცემა "ნიუსრუმი", რომელსაც სმარტფონებით იღებენ, "პალიტრანიუსის" ეთერში მეოთხე თვეა გადის. "ნიუსრუმი" აჩვენებს ყველაფერს შიგნიდან: სამუშაო პროცესი "პალიტრის" ნიუსრუმში, ფორსმაჟორული სიტუაციები, ახალი ამბები, თემები, რომლებზეც ჟურნალისტები იმ მომენტში მუშაობენ - ეს ყველაფერი მაყურებლის თვალწინ ხდება და ის ფაქტობრივად, პროცესის მონაწილეა.

იხილეთ ვიდეო: სპონტანური ეთერი და წამყვანის მოულოდნელი შეთავაზება სტუმარს: გერმანელი ჟურნალისტები აღაფრთოვანა "პალიტრანიუსის" გადაცემამ, რომელსაც სმარტფონებით იღებენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ