ავტორი:

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს - კადრები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს - კადრები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, საიდანაც ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ნიკა რურუას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელმაც ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.

ნიკა რურუას დაკრძალვას დაესწრნენ მისი მეგობრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ნიკა რურუა სხვადასხვა დროს იყო კულტურის მინისტრი, ასევე პარლამენტის წევრი.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ