ავტორი:

ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის

ეკა ბესელია მაყურებელს ბოდიშს უხდის

პარლამენტარი ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მივიდა 7 დეკემბერს "პალიტრანიუსის" გადაცემა "7VS1"-ის პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად. დეპუტატი წერს, რომ ამის მიზეზი გახდა პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე დასწრება, რის გამოც მან ვერ მოახერხა გადაცემაში მისვლა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

"საჭიროდ ვთვლი, საჯაროდაც გავაკეთო განმარტება გადაცემა "7VS1" გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პირველად, რაც მახსოვს ჩემი მედიასთან ურთერთობის ხანგრძლივი დროის მანძილზე, ვერ შევძელი ეთერში მონაწილეობა, მიუხედავად ჩემი მზაობისა და სურვილისა. ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემამდე პროდიუსერს, ვინც მეკონტაქტებოდა ტელეფონით, ასევე პრესსამსახურს და ვთხოვე ვინმეს შევეცვალე, რათა გადაცემას არ შექმნოდა პრობლემა. მოვუბოდიშე გადაცემის პროდიუსერსაც და დირექტორსაც (ინგა დადიანს). ვთხოვე არ მიეღოთ ეს ფაქტი უპატივცემულობად და ვაცნობე რომ მქონდა მიზეზი ამისთვის. პარალელურად ვცდილობდი მე თავად მეთხოვა კოლეგებისთვის გადაცემაში მისვლა და დავურეკე კიდეც ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა გაბუნიას და გედევან ფოფხაძეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ამ დეტალებს იმიტომ ვწერ, რომ მსურს ხაზგასმა პატივისცემის და პასუხისმგებლობის მედიისა და საზოგადოების მიმართ. პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, როცა გთხოვენ დაესწრო პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას.

შეიძლებოდა ამ გარემოების ახსნა. სამწუხაროდ, მოგვიანებით მოვისმინე, რომ გადაცემაში წამყვანით დაწყებული - ყველა ჟურნალისტი ცალმხრივად, მიზეზის დასახელების გარეშე რესპოდენტს უპასუხისმგებლოს უწოდებდა... ყველაზე მეტად ამ თვისებას ვერ ვეგუები და ეს კარგად იციან მათ, ვინც მედიიდან მუშაობს პარლამენტში, ყოველდღიურად არიან სწორედ ჩემი სამუშაო ოთახის წინ და ადევნებენ თვალს საპარლამენტო მუშაობას. მათ კითხეთ და გეტყვიან როგორი გახსნილი, ღია და მუდმივი ურთიერთობა მაქვს მედიასთან და არასოდეს არც ერთ კითხვას არ გავურბივარ... მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ მაყურებელს და მსმენელს, რომ ვერ შევძელი გადაცემაში მისვლა გუშინ" - წერს ბესელია.

7 დეკემბერს, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "7VS1" მიწვეული სტუმარი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია არ მივიდა. როგორც გადაცემის წამყვანმა ნიკა საჯაიამ აღნიშნა, მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან გადაცემაში მონაწილეობაზე თანხმობა ჰქონდათ და გადაცემის ანონსიც გადიოდა ეთერში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს გადაცემაში 7 სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტი და საზოგადოების უამრავი კითხვა ელოდა, თუმცა ბესელიამ არმისვლის შესახებ გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეატყობინა პროდიუსერს, რის მიზეზადაც მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი საგანგებო სხდომა დასახელდა, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებდა და ამ სხდომას ბესელია უნდა დასწრებოდა.

თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მთავრობის ადმინისტრაციაში 7 დეკემბერს არც რაიმე შეხვედრა გამართულა და შესაბამისად, იქ არც ეკა ბესელია იმყოფებოდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს