ავტორი:

"გიჟივით ბედნიერი ვარ" - მეტეორების წვიმა და უნიკალური მოვლენა, რომელიც ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა გადაიღეს

"გიჟივით ბედნიერი ვარ" - მეტეორების წვიმა და უნიკალური მოვლენა, რომელიც ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა გადაიღეს

ასტროფოტოგრაფი ბექა მამუკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე უიშვიათესი და უნიკალური მოვლენის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომლის გადაღების პატივიც თავად ერგო:

"(ხვალამდე ფიზიკურად ვერ მოვითმენ, არ დამეძინება, ეს რომ არ დავდო):

დღეს და ხვალ არის ჯემინიდების მეტეორიტული წვიმა, ამიტომ ჯეო-ასტრო წავედით ამ ყველაფრის აღსაბეჭდად. არ წაგვიღია ღრმა კოსმოსის გადასაღები ტექნიკა, ამინდს პირი არ უჩანდა, მხოლოდ 1-2 საათიანი ფანჯარა იყო პროგნოზში და არ გავრისკეთ ამდენი რაღაცის თრევა.

ყველამ ჩვენ-ჩვენი კამერა წავიღეთ და ცის ყველა რეგიონისკენ გვქონდა მიშვერილი: ერთი ტბის ანარეკლს იღებდა, მეორეს ლეგოს Wall-E ჰყავდა წამოყვანილი და იმას აპოზიორებდა ა.შ.

მე რატომღაც ორიონის გადაღება მოვინდომე. დავამაგრე 135 მილიმეტრიანი ლინზა, მაგრამ ტრეკერის გარეშე (რომელიც დედამიწის ბრუნვას აკომპენსირებს და ხანგრძლივი დაყოვნებისას კადრი არ გედღაბნება) არაფერი გამომივიდოდა, ამიტომ მივამაგრე ტრეკერზე ჩემი კამერა და სატესტო კადრი გადავიღე ორიონის. სამწუხაროდ, კადრში ვერ მოხვდა ორიონი, მაგრამ კიდესთან რაღაცა უცნაური, მომწვანო ნათება შენიშნა David-მა.

უცებ წამოიყვირა: „ეეეეეეე, მემგონი კომეტააა!“

დავზუმეთ და რას ვხედავთ! ის მართლაც კომეტა C/2017 O1 ASAS-SN-ია, რომელიც, სრულიად შემთხვევით მოხვდა კადრში. 2 მილიონი სინათლის წლით დაშორებული მეზობელი გალაქტიკა გადამიღია, ვარსკვლავთგროვა პლეადები, ორიონი, ირმის ნახტომის პეიზაჟი, მაგრამ კომეტა არც არასდროს გადამიღია და არც თვალით მინახავს. დავიკიდე მეტეორების წვიმა, კიდევ იქნება-მეთქი და გავაგრძელე ამ ლამაზი ბურთის პოზირება.

და ჰოი, საოცრებავ, ორი ერთში! კომეტა, არც მეტი, არც ნაკლები, ჯემინიდის მეტეორმა გადასერა შუაზე, თან, ერთხელ კი არა, ორჯერ ზედიზედ. 6 კაცი ვიყავით და არც ერთი არ ვუჯერებდით თვალებს, რომ ეს მართლა მოხდა. არ ვიცი, რა ალბათობა იყო იმისა, რომ კომეტასთან მეტეორს ორჯერ ჩაეფრინა, მაგრამ ფაქტია, ეს უიშვიათესი ალბათობა მე მერგო სულ რაღაც 5 წუთის შუალედში.

გიჟივით ბედნიერი ვარ", - წერს ბექა მამუკაშვილი.

მეტეორების წვიმის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს ასტროფიზიკოსი დავით დვალი: "იშვიათი სილამაზის სანახაობა გამოდგა წლევანდელი ჯემინიდების წვიმა. უზარმაზარი მწვანე მეტეორიტები ცვიოდა ციდან".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს