ავტორი:

რას ყვებიან სტუდენტები, რომლებმაც თბილისში 37 000 დოლარი იპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს

რას ყვებიან სტუდენტები, რომლებმაც თბილისში 37 000 დოლარი იპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს

რამდენიმე კვირის წინ, სამედიცინო უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა გოგონამ თბილისში დიდი ოდენობით თანხა იპოვა და პოლიციაში მიიტანა მფლობელისთვის დასაბრუნებლად.

ნინო ზაბახიძე და კარინე ბაგირიანი, რომლებმაც დაკარგული 37 000 დოლარი მფლობელს დაუბრუნეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მადლობის ნიშნად ფულადი ჯილდოთი წაახალისა.

უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრაზე, გოგონებმა დეტალურად გაიხსენეს შემთხვევა, როდესაც დაკარგული 37 000 დოლარი იპოვეს:

VIDEO: პირველი ინტერვიუ გოგონასთან, რომელმაც ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვა და დააბრუნა - "პატრონი დაბნეული იყო"

"უნივერსიტეტიდან გამოვედით და სახლისკენ მივდიოდით. ჩემმა ჯგუფელმა, კარინემ ერთ-ერთი ბანკის ოფისთან ფოსტის პაკეტი შეამჩნია, რომელშიც სავარაუდოდ, გარკვეული თანხა იდო. შევედით ბანკში, რადგან ვიფიქრეთ, რომ იგი ბანკის ოფისიდან გამოსულ ადამიანს დაუვარდებოდა. მივმართეთ ბანკის თანამშრომლებს. მათ გვირჩიეს, რომ პოლიციისთვის დაგვერეკა.

პოლიციის მოსვლამდე ბანკის თანამშრომლებმა პაკეტში ქვითარი აღმოაჩინეს, რომლითაც თანხის მეპატრონეს დაუკავშირდნენ. შემდგომ პოლიცია მეპატრონესთან ერთად მოვიდა ბანკში და მას თანხა დავუბრუნეთ" - ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნინო ზაბახიძე.

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას სტუდენტები მათი ქმედებისთვის კიდევ ერთხელ შეაქო.

"ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი საქციელია და ანალოგიურად მოიქცეოდა ნებისმიერი მოქალაქე, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული საქციელია. ყველა ამას ასე არ გააკეთებდა. ამიტომ, მათი საქციელი ფულადი ჯილდოთი წავახალისეთ და სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით მათ თანხა გადავეცით" - განაცხადა რექტორმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ