ავტორი:

მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"

მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხმაურება - "იმედი მაქვს, დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება"

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება, - ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას შეეხებოდა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი ხელისუფლება.

"ინფორმაცია სულ რამდენიმე წამის წინ გავიგე, ამიტომ დეტალებს, თუ რა მდგომარეობაა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით, არ ვფლობ. თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს კომპეტენცია გარევაჭრობის მოწესრიგების, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა პირველ რიგში, მიუხედავად იმისა ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია თუ არა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა, მალე გაირკვევა და დაპირისპირება კიდევ უფრო არ გაღრმავდება",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან მცხეთის ჯვრის მონასტრის კარი დაკეტილია. ტაძარში შესვლა არ შეუძლიათ როგორც მომლოცველებს, ასევე ტურისტებს. ადგილზე მომუშავე გარემოვაჭრეების ინფორმაციით კი, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს, რასაც გარევაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც წლებია ვაჭრობა ხორციელდება, სასულიერო პირებს კელიის დადგმა სურთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ