ავტორი:

"გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" "მხოლოდ ქართულიდან" გიორგი ნარმანიას გამოთიშვაზე

"გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" "მხოლოდ ქართულიდან" გიორგი ნარმანიას გამოთიშვაზე

14 იანვარს "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალური შოუ შედგა, რომლის შემდეგაც კონკურსში 4 კონკურსანტი დარჩა. პროექტს გიორგი ნარმანია გამოეთიშა. ჟიურის ყველაზე სკანდალურმა წევრმა, გიორგი გაბუნიამ, კონკურსანტ გიორგი ნარმანიას ნამღერის შეფასებისას ქულის დაწერა თავად გიორგის მიანდო. კონკურსანტმა საკუთარ თავს 10-იანი დაუწერა, რაც მარინა ბერიძის გარდა, ჟიურის სხვა წევრებმა მოიწონეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მაყურებლის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ გაბუნიას ამ საქციელით კონკურსანტი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ ხელიდან გაუშვა ღირსეულად მოქცევის შანსი, რამაც მის საბოლოო შეფასებასა და ქულათა რაოდენობაზე სერიოზულად იმოქმედა და დაატოვებინა კიდეც საბოლოოდ პროექტი.

თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ. გაგახსენებთ ქრონოლოგიურად.

ფბ-ზე დაიდო გიორგი ნარმანიას სიმღერა. გოგოს ხელი თხოვა. რის შემდეგაც რ-2, ხაზს ვუსვამ, "რუსთავი 2" დაუკავშირდა მას და გადაცემაში მონაწილეობა თხოვა.

პარალელურად, მოვიწვიე გადაცემაში. არცერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და გავუშვი საქორწილო მოგზაურობაში.

მეორედ კიდევ მოვიწვიე გადაცემაში, როცა "მხოლოდ ქართულს" ვაშუქებდი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაფერი მქონდა გაკეთებული.

გუგა მარგველაშვილი აუთსაიდერებში იდგა 4-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დგომას იმსახურებდა. მხოლოდ იმიტომ რომ გაგდების კანდიდატი ბევრჯერ იყო, მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა არა ნარმანიასთან შედარებით, ნარმანია მისი კონკურენტი არ ყოფილა იმიტომ, რომ ზარების რაოდენობით მეორე, მესამე ადგილზე იყო მუდმივად. ლოგიკა მარტივია, ვისაც უჭირს, მხარდაჭერაც იმას უნდა.

რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას დაუწერა 6 ქულა. რა და ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა, როცა ნარმანიამ თავის თავს დაუწერა 10 ვნახეთ. კონკურში ჟიური იმიტომ ზის, რომ შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ.

როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, მეტი ემოციაა, მეტი წყენაა, მაგრამ უნდა ხედავდე, არის თუ არა შენზე ძლიერი მონაწილე კონკურსში. მე თუ სამართლიანობას მიწუნებთ და მივიღებ თქვენს შენიშვნას, თქვენ თავმდაბლობას გიწუნებთ და როგორც თქვენ გაქვთ უფლება საჯაროდ მითხრათ შენიშვნა, ისე მე მაქვს უფლება გითხრათ, რომ გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს. ასეთ კონკურსებში ადამიანები მიდიან იმიტომ, რომ შენიშვნებიც ისმინონ.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, დაწერილ 6-ანში ნამდვილად არ დავეთანხმე თავის დროზე, ვიდეოს დავდებ მალე, ისევე როგორც სიმღერის დაწუნებაში, იმიტომ რომ ნარმანია არ არჩევდა სიმღერას. (ამ ვიდეოსაც დავდებ მალე) მაგრამ გუშინ გააკეთა ძალიან სწორი სვლა. მაყურებელს ანახა, რეალურად რას ითხოვდნენ მისგან. რაც შეეხება მადლობას, (ამ ვიდეოსაც დავდებ) მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივარს, სახელებს ვთვლი მონაწილეების და ბუნებრივია გუგას გულშემატკივრებით ვიწყებ იმიტომ რომ მისი გადარჩენა მაყურებელს, სწორედ მე ვთხოვე.

წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს