ავტორი:

ვინ იყო ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო ნიკა გუჯეჯიანი, რომელიც გომბორზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი. გარდაცვლილი 25 წლის ნიკა გუჯეჯიანია.

ნიკა გუჯეჯიანს სარეკლამო სფეროში კარგად იცნობდნენ. ის საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი იყო. დაამთავრა ჰამბურგში Miami Ad School, მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ისეთ ცნობილ სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა - BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro-ში.

ნიკა გუჯეჯიანი იყო პროექტ Qvevri.xyz-ის ანუ 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის იდეის თანაავტორი. მან დავით მიზანდართან და გიორგი მამასახლისთან ერთად იპოვა ტექნოლოგია, რომელიც ქვევრს 3D-ში აშენებს. ახალგაზრდებმა ჰოლანდიაში მიაკვლიეს კერამიკოსს, რომელსაც დოქტორანტურა აქვს დაცული 3D პრინტერების შექმნაზე და მასთან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით, 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი პირველი ქვევრის პროტოტიპიც შექმნეს.

ამ ტექნოლოგიით, 3D პრინტერის საშუალებით ქვევრი რამდენიმე საათში იბეჭდება. 1 კვირიანი გაშრობის შემდეგ, საჭიროა 24 სთ-იანი გამოწვის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფილია ავტომატიზებული ღუმელით - პროცესის მაღალი სიზუსტითა და ტემპერატურის მკაცრი კონტროლით. შედეგად, ამ ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრი უფრო მდგრადია.

"ფეისბუქზე" ნიკა გუჯეჯიანის შესახებ უამრავი ადამიანი წერს და წუხილს გამოთქვამს მისი დაღუპვის გამო:

"როგორ მიყვარხარ და როგორ ვერ ვიჯერებ გუჯეჯ! უბრალოდ დაუჯერებელია ის რაც ხდება.... შენ სულ იქნები სულსულსულ..."

"ასეთ დროს სრული ფრუსტრაცია მჭირს... ძალიან კარგი, ნიჭიერი, პოზიტიური ადამიანი დაგვაკლდა"

"უზომოდ მწყდება გული და მენანები..."

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რუსთავში მომხდარ ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე მეწყერის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა - გუბერნატორი