ავტორი:

"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ

"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ, საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. პირველი ინფორმაცია ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ფოტოსთან ერთად, შემდეგ კი სამოქალაქო აქტივისტებმაც გაიზიარეს ეს ინფორმაცია, მათ შორის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ.

მას შემდეგ რაც, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობამ ინციდენტი არ დაადასტურა, სუს-მა კი მოუწოდა ყველას პროვოკაციებისგან თავი შეიკავებინათ, ინფორმაციის გამავრცელებლების კომენტარების პათოსი შეიცვალა. მაგალითად, დავით ქაცარავას თქმით, თუ დეზინფორმაციაა ის რომ, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მაშინ ლუდა სალიასთან ერთად ბოდიშს მოიხდის:

"თუ ოკუპანტები არ არიან იქ, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერი არ მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ შევქმენით პანიკა, მაგრამ რეალობა სხვაა. სინამდვილეა ის, რომ აქ არის კორდონი და ხურვალეთის მისასვლელთანაც არ გვიშვებენ" - აცხადებდა გუშინ დავით ქაცარავა.

ხურვალეთის ინციდენტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც:

  • შოთა გლურჯიძე, მხატვარი:

"დავაკვირდი, იქ სადაც მიდის ეს ქაცარავა, რამოდენიმე დღეში მოდიან რუსი სამხედროები და აწყობენ მავთულხლართებს და საგუშაგო კოშკებს. მერე ქაცარავა ამაზე იწყებს ისტერიულ წივილ-კივილს, გირჩი ჯაფარა იხდის ნიფხავს და ყველაფერი ასე მთავრდება. მერე ისევ, უკვე სხვა ადგილას ხდება მსგავსი ინცინდენტი, იქაც ეს ქაცარავა ჩნდება თავიდან. მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ქაცარავა და გირჩი ჯაფარა რუსული დაზვერვის თანამშრომლები არიან".

  • ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოებასაც არ გვაწყენდა ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ. ნაკლები, თუნდაც ძალზედ კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი ემოციები, საშუალებას მოგვცემს თავიც და ქვეყანაც დავაზღვიოთ პროვოკაციებისგან. და სწორი იყო შესაბამისი სტრუქტურების რეაქცია, როცა პერიმეტრი გადახურეს შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით. თითოეულმა არასწორმა, ემოციებით ნაკარნახევმა ნაბიჯმა შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს".

  • დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

"დარწმუნებული ვარ, არანაცს!!! ის რომ გაეკეთებინა, რაც ტაქსისტადაც უვარგისმა ქაცარავამ და მისმა შაიკამ იკადრა დღეს, სამუდამოდ გამოალპობდენ ციხეში. ძალიან მაინტერესებს როდემდე გაეგებიან ფეხთაქვეშ ამ უნამუსოებს. რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, რაც დღეს მოახდინეს, პასუხი რომ მოსთხოვონ? ან კი როგორ გადავრჩით ომს?"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს