ავტორი:

"დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან პანკისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ადგილობრივები

"დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან პანკისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ადგილობრივები

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ძმასთან ერთად თამაშობდა. გოგონა სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა, რა დროსაც თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს იგი გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელი უყვება, იმ დროს ბავშვების დედა უმცროსი შვილის გამოსაყვანად ბაღში იყო წასული.

"ოჯახს 5 შვილი ყავთ, ეს გოგონა ყველაზე უფროსია. დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა, მას დასახმარებლად დაუძახეს. ყველა მივედით ადგილზე, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. დახმარება ვეღარ შევძელით.

ერთსართულიანი სახლი აქვთ, გვერდზე პატარა სათავსოთი და ეს უბედური შემთხვევაც იქ მოხდა. ბავშვები ამბობენ, რომ იქ აძრომას ცდილობდა და სწორედ მაშინ ჩამოეკიდა ჰიჯაბით. საშინელებაა, მთელი სოფელი განვიცდით. უკარგესი ბავშვი იყო. ეს რატომ უნდა მომხდარიყო" - განუცხადა Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.

გარდაცვლილი გოგონა აიშათ ბაღაკაშვილია. ჩვენთან საუბარში მოზარდს მისი მასწავლებელი დადებითად ახასიათებს.

"ძალიან ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, ჩემი გამორჩეული მოსწავლე. უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა"- განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის მასწავლებელმა ლუიზა მუთოშვილმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ