ავტორი:

საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტაძრის ზემო ნაწილში გაჩნდა, სადაც სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის. ხანძრის შედეგად ტაძრის შპილი ჩამოინგრა. ტაძრის წარმომადგენელის განცხადებით, ცეცხლი ტაძრის მზიდ კონსტრუქციას უკიდია.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქის მერია მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილეისგან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"