ავტორი:

ბორჯომის 1-ელ სკოლასთან შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკარგული მოსწავლეები იპოვეს

ბორჯომის 1-ელ სკოლასთან შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკარგული მოსწავლეები იპოვეს

ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული გოგონები პოლიციის ეკიპაჟმა ხაშურში იპოვა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა შეუძლოდ გახდა.

მისთვის დახმარების სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ. ამასთან, სკოლის სიახლოვეს მდებარეობს ბორჯომის პოლიციის შენობა და შენობასთან მყოფი პოლიციელები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მეცხრეკლასელი მოსწავლეეების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ისინი დილით სახლიდან გავიდნენ და მას შემდეგ არავის უნახავთ. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ