ავტორი:

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დედას პატიებას სთხოვს - "არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს"

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას - სოფო ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის თქმით, ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნანა კოსტავა პატიებას სთხოვს. ამის შესახებ გარდაცვლილის დედა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"სიტყვა, რომელიც ჩემს სოფის მივეცი, სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებია. დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან, რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული. რა ვქნა? იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების, მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა, რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული?

ჰოდა, ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე ნანა კოსტავა შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე... ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი, იმ მიზეზით, რომ გარკვეული დროის მერე მახსოვს წერდა, ისევ იმასვე გავიმეორებ, თუ დამჭირდებაო. არ ვიცი რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს, როცა პატიებას გთხოვენ (სულერთია გულწრფელს, თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში გასაპრავებელ-ასამაღლებელს) თუ არ აპატიებ, დაინდო მაინც.

p.s. მახსოვს ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს-ით პატიება მთხოვა და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა, ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს... ჰოდა,ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა..." - წერს ლანა ნიკოლეიშვილი და კოსტავას მიერ გამოგზავნილი "მონანიების სმს"-ების ფოტოებს ავრცელებს.

16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში სასკოლო ექსკურსიის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას ცხედარი მაშველებმა 27 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა "ალბიონში" სწავლობდა, ლაგოდეხში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტის და ბლოგერის სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". სალომე ბარკერი ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დაა. კოსტავას პოსტს კრიტიკა და მისი საკრებულოდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, დეპუტატმა თავი იმით იმართლა, რომ რომ "ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურების შესახებ არაფერი იცოდა".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ