ავტორი:

ნიკუშა კანდელაკის და ნიკ ვეს­ტის იტალიური არდადეგები - წყვილის რომანტიკული ფოტოები

ნიკუშა კანდელაკის და ნიკ ვეს­ტის იტალიური არდადეგები - წყვილის რომანტიკული ფოტოები

ბურანო, ვენეცია, მილანი... ნიკა კანდელაკი და ნიკ ვესტი იტალიაში ისვენებენ.

"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ამერიკელ მომღერალზე 11 მაისს დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი საქართველოში, წინანდალში გადაიხადა.

ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს, თბილისში გაიცნეს. არტისტმა თბილისში "ივენთ ჰოლში" კონცერტი გამართა ახალი წლის ღამეს "ისთერნ პრომოუშენის" მოწვევით.

ქორწინებამდე წყვილმა "ქორწილის რეპეტიცია" ამერიკაში გაიარა.

ორი წლის წინ ჟურნალ "OK"-სთან ინტერვიუში ნიკი ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობდა (ნახეთ სრულად)

ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას "ქალ ლენი კრავიცს" უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის, ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს