ავტორი:

"ლუკას თავში ჩაარტყა... ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი" - რას იხსენებს მოქალაქე ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"ლუკას თავში ჩაარტყა... ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი" - რას იხსენებს მოქალაქე ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

"ფეისბუქ-მომხმარებელი" ნიკოლოზ ჰუმანოიდი ქალზე, რომელმაც გუშინ პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვს დანით სახის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა, 2-3 წლის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს. მოქალაქე წერს, რომ ქალი მის შვილს თავს დაესხა.

"დაახლოებით 2-3 წლის წინ, აბანოებთან ვასეირნებდი ლუკას (იქ ვცხოვრობდით). ლუკა ხელით მეჭირა, რადგან ბაღამდე წვრილი ტროტუარი იყო. უცებ ამას ჩავუარეთ საპირისპირო მხრიდან და თავში ჩაარტყა. უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა. ლუკამ თავზე რომ მოიკიდა ხელი, არა უშავს, ძაან არ მეტკინაო, მეუბნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა დამემართა. მივვარდი, ხელი ვკარი და აბანოს აგურზე მიგორდა და ტაქსისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ გავგუდავდი. მერე ცოტა აზრზე მოვედი და ბავშვთან მივვარდი, ეგეთი სახე ალბათ არ უნახავს. მამშვიდებდა. არა უშავს, არ მეტკინაო. ძააან დიდი ტრამვით დადის და ძაან სახიფათო ნაღმია და, რამდენი ეგეთი მონსტრი მოძრაობს", - წერს ნიკოლოზ ჰუმანოიდი.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს