ავტორი:

"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"

"ჩვენს არხზე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ჟურნალისტებსაც იხილავთ" - რა ხდება ახალი ტელევიზია "ფორმულას" შიდა სამზარეულოში და როდის დაბრუნდება ეთერში "ჩცდ"

მალე ქართულ სატელევიზიო სივრცეს ახალი არხი - "ფორმულა" შეემატება. "ფორმულა კრეატივის" ტელევიზიამ მაუწყებლობის უფლება უკვე მიიღო და როგორც ახალი ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე გვეუბნება, ეთერში პირველი ოქტომბრიდან გეგმავენ გასვლას.

"ფორმულა კრეატივმა" არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა. ცნობილია ისიც, რომ ტელეკომპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

"ფორმულა კრეატივი" ცნობილია მისი ყველაზე პოპულარული პროექტით - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით", რომელიც წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. ახლა "ჩცდ" "ფორმულაზე" გადაინაცვლებს.

ახალი ტელევიზიის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ფორმულას" დირექტორი ზუკა გუმბარიძე, AMBEBI.GE-ს ინტერვიუში უზიარებს:

- ავტორიზაცია 1-ელი ოქტომბრიდან გვაქვს, შესაბამისად გვინდა, რომ ამ დროისთვის ეთერში ვიყოთ. რაც შეეხება გადაცემებს, იქნება როგორც ახალი ამბები, საინფორმაციო გამოშვება, ასევე - გასართობი პროექტები. არ ვწყვეტთ „ფორმულა კრეატივის“ არცერთ აქამდე ცნობილ პროექტს, რაზეც ვმუშაობდით: „ჩემი ცოლის დაქალები", "სამზარეულოს ომები", "მთავარი ექიმი"... თითოეული განახლებული ფორმატით გავა ეთერში.

გარდა ამისა, იქნება უცხოური სერიალები და ფილმები, დილის გადაცემა და ა.შ. ერთი სიტყვით, სრულფასოვან მაუწყებელზეა საუბარი. "ფორმულა" ისეთივე უნდა იყოს, როგორც დღევანდელი სტანდარტით დიდი მედიები მუშაობენ.

გვექნება ინტერნეტგვერდი, საკუთარი სტრიმი, ასევე შესაძლებელია რაღაც ტიპის უცხოური კონტენტის განთავსებაც" - გვეუბნება არხის ხელმძღვანელი, "ფორმულა კრეატივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე.

მისივე თქმით, არხის თანამშრომლები იქნებიან "ფორმულა კრეატივის" პერსონალი, თუმცა მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ჟურნალისტებთან და ცოტა ხანში მათ ვინაობასაც დაასახელებენ, თუ ვინ იმუშავებს არხზე.

კითხვაზე - შესაძლებელია, თუ არა "ფორმულაზე" "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლები ვიხილოთ, გუმბარიძე AMBEBI.GE-ს პასუხობს:

„ყოფილ „რუსთავი 2“-ელებსაც ვესაუბრებით და სხვა არხელებსაც მას მერე, რაც ლიცენზია ავიღეთ. ავტორიზაციის გარეშე ამას ვერ ვაკეთებდით. კი, ჩვენს არხზე შესაძლოა იხილოთ არა მარტო „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები, არამედ ჟურნალისტები სხვა არხებიდანაც... ახლა საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტების აქტიურ ფაზაში გადავდივართ.

- საინფორმაციო სამსახურის უფროსი შერჩეულია?

- ამ თანამდებობაზე გიორგი ლაფერაშვილი განიხილება.

- 1-ელ ოქტომბერს ტელევიზია სრული საეთერო ბადით გავა ეთერში?

- ტელევიზიის შექმნა პროცესია, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ბუნებრივია, 1-ელ ოქტომბერს არ იქნება სრულფასოვანი საეთერო ბადე, თუმცა ვეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში სრულფასოვანი მაუწყებლობა გვქონდეს, ანუ იყოს იმდენი პროდუქტი, რამდენიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გვქონდეს.

- მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება "ჩცდ"-ს, სერიალს, რომელიც 15 სეზონია ეთერშია და ინტერესი მის მიმართ მაინც არ ნელდება. როგორც მისი ერთ-ერთი პროდიუსერი, რას გვეტყვით - სერიალში რაიმე ხომ არ იცვლება?

- ისევე როგორც ყველა ახალ სეზონზე, სერიალის მე-16 სეზონზეც მაყურებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ. ვეცდებით, მათი იმედები გამართლდეს, იმიტომ, რომ მათგან უამრავი შეტყობინება მოგვდის. დიდი ინტერესით ელოდებიან "ჩცდ"-ს ახალ ეთერში დაწყებას.

ვეცდებით, მაუწყებლობის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში „ჩემი ცოლის დაქალები“ საეთერო ბადეში იყოს. სიახლეები იქნება, მაგრამ სცენარის დეტალებს ვერ გაგიმხელთ. ძველ მსახიობებს, რომლებიც სერიალის კონკრეტული პერსონაჟები არიან, დაემატებიან ახლებიც.

- რაც შეეხება "ფორმულას" ფინანსურ მხარდამჭერს, ადასტურებთ, რომ ის დავით კეზერაშვილია?

- მარეგულირებელში დოკუმენტი წარვადგინეთ, სადაც "ფორმულას" ფინანსურ დონაციას დავით კეზერაშვილი ადასტურებს და ის იქნება არხის ძირითადი ფინანსური დონორი.

ჩვენი მაყურებელი უნდა ელოდოს საინტერესო და აქტუალურ საიფორმაციო გადაცემებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებს და თითოეული პროდუქტი, რაც ეთერში გავა, იქნება უმაღლესი სტანდარტის, იმაზე მაღალი, ვიდრე ქართული მედიაგარემო აქამდე იცნობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ