ავტორი:

თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ზე დარჩა - "მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური გადაცემების სახე... მიყვარს ეს არხი"

თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ზე დარჩა - "მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური გადაცემების სახე... მიყვარს ეს არხი"

"რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება. ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ არხი არაერთმა ცნობილმა სახემ დატოვა და ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად სამუშაოდ "მთავარ არხზე" გადავიდა.

მათ შორის იყო "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი სახე თამარ ბაღაშვილი, რომელიც ახლა "მთავარ არხზე" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი და წამყვანია.

"რუსთავი 2"-ზე მუშაობდა ბაღაშვილის ქალიშვილი ნინი კუპრაძეც. იგი დილის და გასართობი გადაცემების დეპარტამენტის თანამშრომელია.

ჩვენი ინფორმაციით, ნინიმ ცნობილი დედისგან განსხვავებული ტელეკომპანიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. AMBEBI.GE თამარ ბაღაშვილის ქალიშვილს დაუკავშირდა:

- ნინი, რატომ დარჩით "რუსთავი 2"-ზე?

- "მთავარ არხს" უფრო პოლიტიკური გადაცემების მიმართულება აქვს, მათთან სამუშაოდ ამიტომ არ წავედი. მთელი ბავშვობა "რუსთავი 2"-ში მაქვს გატარებული.

ძალიან მიყვარს ეს არხი, მე არ ვყოფილვარ პოლიტიკური გადაცემების სახე, "პროდაქშენში" ვმუშაობ და ამიტომაც დავრჩი აქ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან მიყვარს ყველა, ვინც "მთავარ არხზე" წავიდა და ისინიც, ვინც აქ დარჩა.

- დედა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- რა თქმა უნდა, მისი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.

- რა პოზიციაზე გააგრძელებთ მუშაობას?

- მე ვიქნები ჟურნალისტი დილის გადაცემაში, ასევე ვრჩები პროდაქშენში.

"ბრიტანული შტამი" არის საშიში და უფრო გადამდები... შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც არ დაგვიცვას" - გიორგი ფხაკაძე

"მივიღე წერილი, მოდით ცხოვრებას ნუ ავურევთ ბიჭებსო... ახლა ამ ადამიანს ვეუბნები" - რა მიწერეს დაკავებულების ნაცნობებმა ვახო სანაიას?

ბინები თბილისში, მცხეთასა და წყნეთში... წილები კომპანიებში - რა ქონებას ფლობს ნინო წილოსანის ოჯახი?