ავტორი:

"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე

"არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს" - რას ამბობს დიმიტრი გაბუნია შეწყალებასა და კორუფციული გარიგების ბრალდებაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.

მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს მათი შეწყალება.

"ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

მისი თქმით, ის "ცამდე მართალია" და და მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

"მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომელიც ამ კვირების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი... გეუბნებით გულწრფელად, ჩემი ოჯახის წევრები და სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება. ვის ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა და დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ კონკრეტულად რა მოხდა.

ეს ყველაფერი რომ დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთის და ადამიანების წინაშე, რომ ცამდე მართალი ვარ და საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი, მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას", -აცხადებს გაბუნია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ნადირაშვილის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეატყობინა, თუ როგორ ერევა დიმიტრი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - "ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები