ავტორი:

საქართველოში  გრიპის  ვაქ­ცი­ნა 20 ნო­ემ­ბრი­დან შემოვა  - რატომ დაგვიანდა წელს ვაქცინაციის პროცესი

საქართველოში  გრიპის  ვაქ­ცი­ნა 20 ნო­ემ­ბრი­დან შემოვა  - რატომ დაგვიანდა წელს ვაქცინაციის პროცესი

საქართველოში გრიპის ოთხშტამიანი ვაქცინა 20 ნოემბრიდან შემოვა. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა. ხათუნა ზახაშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, თუ რატომ დაგვიანდა წელს გრიპის ვაქცინის შემოტანა.

"ვაქცინის შტამური შემადგენლობა საერთოდ თებერვალში სახელდება. წელს ერთ-ერთ ვირუსთან დაკავშირებით, ტექნიკური სითულის გამო, დასახელდა მარტში და ამან გამოიწვია დაგვიანებით ვაქცინის შექმნა. შესაბამისად, წარმოებაც დაიწყო ერთი თვით გვიან და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი ჩრდილო ნახევარსფერო - ყველა ქვეყანაში გვიან დაიწყო ვაქცინაცია.

კერძო სექტორში, ჩვენი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან გაჩნდება ოთხშტამიანი ვაქცინა", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.

ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა - დახოცილია 100-ზე მეტი ცხვარი

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე