ავტორი:

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

სოხუმში "კანონიერი ქურდების" მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ერიკ ჭკადუა დააკავეს. ინფორმაციას abkhaz-auto.ru ავრცელევს. ცნობისთვის, აფხაზური მედია ვარაუდობდა, რომ რესტორან "სან-რემოსთან" ე.წ. კანონიერი ქურდების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობის შემდეგ ჭკადუამ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და მიმალვა მოასწრო. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გამო ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო. სად მოხდა ეჭვმიტანილის აყვანა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობას აქტიურად განიხილავს როგოროც აფხაზური მედია, ასევე ადგილობრივი საზოგადოება. მომხდარის რამდენიმე ვერსიაც ვრცელდება... აფხაზები სოციალურ ქსელში თავიდან წერდნენ, რომ 22 წლის გოგონა, რომელიც სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა, სრულიად უდანაშაულო იყო და შემთხვევით გასროლილი ტყვიის მსხვერპლი გახდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მან მიაწოდა "ქილერებს" ინფორმაცია კრიმინალების რესტორანში ყოფნის შესახებ.

მათივე ცნობით, ამოღებულია სატელფონო საუბრების ჩანწერები, სადაც გოგონა, "ვიღაცეებს ურეკავს და ეუბნება, რომ "ისინი აქ არიან". შესაბამისად, ბოროტმოქმედებმა, ზედმეტი თავსატეხი თავიდან მოიშორეს და არც "ინფორმატორი" დაინდეს..." - წერენ აფხაზები.

რაც შეეხება ერიკ ჭკადუას როლს დანაშაულში, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის.

"ჭკადუას იდენტობა დაზუსტებულია, რაც მკვლელობაში მონაწილეობას ცხადჰყოფს. ამოღებულია მასალები და გადაგზავნილია სოხუმის სასამართლო ექსორტიზაზე... " - ნათქვამია ე.წ პროკურატორის განცხადებაში.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ავიძბასა და შამბას მკვლელობაში ხელისუფლების ხელიც ურევია, რადგან კრიმინალები იმდენად იყვნენ გათამამებული, რომ რეგიონში არსებული ყველა ტურისტული დაწესებულებიდან, სადაც ფულადი ბრუნვა ტრიალებდა, წილს ითხოვდნენ.

"ბოლოს კი, ძალაუფლება იმდენად გაუტკბათ, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ბიუჯეტში გადმორიცხული თანხებიდან კი მოითხოვეს წილი, რადგან რეგიონში უსაფრთხოება მათ გარეშე არ არსებობდა. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გარკვეული წილი ეკუთვნოდათ..." - წერესნ აფხაზები სოციალურ ქსელში.

"ქართულ პროდუქციას მილიცია ისე ეძებს, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი იყოს" - ახალგორში აკრძალვები გრძელდება

აფხაზეთის ფსიქიატრიულის ექიმები პაციენტების ოჯახებს ნათესავების შინ წაყვანას სთხოვენ - ე.წ. ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში

ბენიამინ ნეთანიაჰუ - იმ ტერიტორიების რუკების შექმნის პროცესში ვართ, რომლებიც ტრამპის გეგმით, ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გახდება