ავტორი:

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას... ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა. ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. მან ისაუბრა შეწყალების აქტის შესახებ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ და აღნიშნა, რომ ახალი კრიტერიუმების შემუშავების შედეგად დღეს შეწყალების აქტი იქნა მიღებული:

შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი.

ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით - შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ლობიო და პრასი დაახვედრეს

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს