ავტორი:

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - პროკურორი გამოძიების დეტალებზე

გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„მინდა დაზარალებულის, გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენ როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები დასაბუთებული გვქონდა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას ის პირები დადგენილი, რომლებმაც ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ყაზაიშვილი პასუხობს, რომ მათი ნაწილი დადგენილია. პროკურორი პირობას დებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოხდება თუ არა იმ პირების სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებმაც დაკავებულს დაზიანებები მიაყენეს, ყაზაიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ.

„მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიექტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

პირობას გაძლევთ, რომ გამოძიება ობიექტურად იმუშავებს. ყველა ის გარემოება, რაც გამოკვეთილი იქნება ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ მის საწინააღმდეგოდ, ან სხვა მიმართულებებითაც, ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას ობიექტურად შევაფასებთ.

ბრალდებულს ბრალდება შეერაცხა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ერთ-ერთი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სამსახურებრივი მიმოსვლის გარდა, რომელსაც ჩვენს დასაბუთებაში არც შევხებივართ, გერმანიის და ასევე სხვა სახელმწიფოების მიმართულებით ჰქონდა საზღვრის კვეთა და იქ იმყოფებოდა გარკვეული პერიოდი. ამ ადამიანს ნათესაური კავშირები გააჩნია, რაც თვითონაც დაადასტურა“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.

ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?