ავტორი:

რა გახდა ბოტსვანაში ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი - მეცნიერებმა პასუხები იპოვეს

რა გახდა ბოტსვანაში ასობით სპილოს სიკვდილის მიზეზი - მეცნიერებმა პასუხები იპოვეს

გასულ მაისსა და ივნისში სამხრეთ აფრიკულ ქვეყანა ბოტსვანოში, ასობით მკვდარი სპილო იპოვეს. ბოლო მონაცემებით, მათი რაოდენობა 330-ს აჭარბებდა, თუმცა მეცნიერებს ამ დრომდე არ ჰქონდათ პასუხები ცხოველების სიკვდილის მიზეზებზე და მათ საპოვნელად ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობდა.

როგორც BBC წერს, ყოველივეს მიზეზი ციანობაქტერიაა. გამოცემის ცნობით, ეს არის მიკროსკოპული წყალმცენარის მიერ წარმოქმნილი ტოქსინი. ის არის მომწამვლელი ბაქტერია, რომელიც შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს დამდგარ წყალში. ციანობაქტერიას ლურჯ-მწვანე წყალმცენარესაც უწოდებენ.

მეცნიერები შიშობენ, რომ ბოტსვანაში აღნიშნული ბაქტერიის გამრავლება კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ისინი კარგად მრავლდებიან თბილ, დამდგარ წყალში.

აღსანიშნავია, რომ სპილოებს ძირითადად პოულობდნენ გუბურების, დამდგარი წყლის მახლობლად. ხოლო ივლისში, მას შემდეგ, რაც სიცხის გამო გუბურები დაშრა, მკვდარი სპილოები აღარ უნახავთ.

კვლევები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკის, კანადის, ზიმბაბვესა და აშშ-ის ლაბორატორიებში. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი დაადგინეს, მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ისაა, თუ რატომ მოკვდნენ მხოლოდ სპილოები და არა სხვა ცხოველები, რომლებიც იქ ბინადრობენ.

ვეტერინარი, ექიმი მაკკენი ამბობს, რომ ერთად ამ რაოდენობის სპილო არასდროს მომკვდარა და ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა.

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს - "კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში"

რუსეთში დააკავეს რელიგიური ჯგუფის ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს რეინკარნაციას უწოდებს - ვინ არის ვისარიონი?

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?