ავტორი:

რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

რა ბედი ელის "სუპერ ლიგას"?- ინგლისური კლუბების პროტესტი, აქციები   და სანქციები კლუბების მფლობელებს: საფეხბურთო სკანდალი გრძელდება

ევროპის "სუპერ ლიგის" შექმნას საფეხბურთო წრეებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ფეხბურთის გულშემატკივრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გააკრიტიკა ახალი ლიგის შექმნა. შეგახსენებთ, რომ შექმნის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის ისეთმა ტოპ კლუბებმა, როგორებიცაა - მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, ტოტენჰემი, იუვენტუსი, მილანის ინტერი და მილანი.

ყოველივეს გულშემატკივრების მხრიდან პროტესტის ტალღა მოჰყვა. ფანებმა საყვარელი კლუბების სტადიონებთან აქციები გამართეს. ახალი ჩემპიონატის შექმნას მწვავე რეაქცია მოჰყვა UEFA-სა და FIFA-ს მხრიდანაც. UEFA-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, გუნდები, რომლებიც სუპერლიგაში მიიღებდნენ მონაწილეობას, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთებოდნენ, ასევე განიხილებოდა საკითხი იმაზეც, რომ აღნიშნული კლუბების მოთამაშეებს ეროვნულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ.

საბოლოო ჯამში პროტესტმა შედეგი გამოიღო.

ინგლისის პრემიერ ლიგის ექვსივე გუნდმა, რომელიც სუპერ ლიგაში თამაშს გეგმავდა, ლიგა დატოვა. მათ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადეს.

"ჩვენ სრულიად გვესმის გულშემატკივრების და ბოდიშს ვუხდით მათ. ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო“, - ნათქვამია საფეხბურთო კლუბ არსენალის განცხადებაში.

დანარჩენი კლუბებიც ბოდიშს იხდიან და ოფიციალური განცხადებების თანახმად, ისინი იზიარებენ ფანების გულისტკივილს.

ყველაფერი აღნიშნულით არ სრულდება და "სუპერ ლიგის" შექმნის გამო შესაძლოა, იმ საფეხბურთო კლუბების მფლობელები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, გარკვეული სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე დატოვა თანამდებობა "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა, ედ ვუდვორდმა. იუნაიტედს მალე ახალი მფლობელი ეყოლება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანარჩენი კლუბების მფლობელებმაც ვუდვორდის ბედი გაიზიარონ. თუმცა დადასტურებულად ჯერჯერობით მხოლოდ ვუდვორდის შესახებაა ცნობილი.

ამასთან, დღეს არსენალის ფანები აქციის გამართვას აპირებენ და გეგმავენ, მოითხოვონ, რომ კლუბის მფლობელმა სტენ კროენკემ დატოვოს კლუბი და აქციების საკონტროლო პაკეტი გაყიდოს.

კლუბების მფლობელები ბიზნესმენები არიან, მათთვის ფეხბურთი მხოლოდ ფული და ბიზნესია და ეს კლავს სპორტის იმ სახეობას, რომელიც მილიონობით ადამიანს გვიყვარს.

ყველაფერი უნდა გადაწყდეს გულშემატკივრების სურვილის შესაბამისად.

ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საყვარელი კლუბები ასეთ დღეში ჩააგდონ.

ფეხბურთი ყველასია, ის არ არის მხოლოდ პერესის, კროენკეს, ან ვუდვორდის - ამბობენ გულშემატკივრები.

ინფორმაციისთვის, ახალი ჩემპიონატი უკვე მიმდინარე წლის აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო. სუპერ ლიგის ხელმძღვანელის პოსტი მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაიკავა, ხოლო ლიგის ვიცე პრეზიდენტებად მანჩესტერ უინაიდეტის პრეზიდენტი, ჟოელ გლეიზერი და იუვენტუსის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი დასახელდნენ.

ახალი ლიგა მასში მონაწილე კლუბებს გაცილებით მეტ თანხებს ჰპირდებოდა და როგორც პერესი აცხადებდა, ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პანდემიის დროს "ფეხბურთი გადარჩენილიყო."

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა "სუპერ ლიგის" იდეას. ამ ეტაპზე ის შეჩერებულია.

სიკვდილით დასჯა პანდემიის დროს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული "კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა“

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

როგორ გადაურჩა ლიანდაგებში ჩავარდნილი ბიჭუნა მატარებელს - დაუჯერებელი გმირობის კადრები ინდოეთიდან