"ევროვიზიაზე" წარსადგენი კლიპის ფოტომასალა გავრცელდა

 "ევროვიზიაზე" წარსადგენი კლიპის ფოტომასალა გავრცელდა

"ფეისბუქში" "ევროვიზიის" საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ქართულ გვერდზე წლევანდელი კონკურსანტების, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის კლიპის გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა.

"ევროვიზიის" საკონკურსო სიმღერის Waterfall ვიდეორგოლის გადაღება წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ორი დღე მიმდინარეობდა. გადაღებები თბილისში გაგრძელდება. კლიპის ფინალური სცენები დარბაზში დასრულდება.

საკონკურსო სიმღერის Waterfall კლიპს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს. ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ზრუნავს.

58-ე ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების, სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილისთვის სიმღერა Waterfall ცნობილმა შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეი სონმა (Thomas G: son) შექმნა. ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Sano Studio-ში ჩაიწერა. სასცენო დადგმაზე ცნობილი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობს.

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან.

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ნოდიკო და სოფო შოუბიზნესურ ინტრიგებში ჩაბმას არ აპირებენ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება