სოფია ვერგარა სუროგატი დედის წყალობით შვილს ელოდება

სოფია ვერგარა სუროგატი დედის წყალობით შვილს ელოდება

კოლუმბიელი მსახიობი, სოფია ვერგარა და მისი საქმრო, ბიზნესმენი ნიკ ლოები სუროგატი დედის წყალობით შვილს ელოდებიან. სუროგატი დედა სოფიას ახლო მეგობარია. წყვილი პატარას მოუთმენლად ელის. პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაქორწინდება წყვილი, სუროგატი დედის მშობიარობის შემდეგ, თუ მანამდე.

"სოფია ძალიან ბედნიერია. რამდენიმე დღის წინ სუროგატი დედა საავადმყოფოში გახდა წასაყვანი, რადგანაც ქალბატონს ძლიერი ტოქსიკოზი ჰქონდა. სოფიამ ძალიან ინერვიულა და ღმერთს ეხვეწებოდა, ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო. საბედნიეროდ, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პატარასაც საფრთხე არ ემუქრება. ვერგარამ თავიდანვე უარი თქვა სუროგატი დედის ფუნქცია უცნობ ადამიანს ეკისრა, სწორედ ამიტომ უახლოესი მეგობარი აირჩია", - წერს ჟურნალი National Enquirer.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

-სოფია ვერგარა: "ყოველთვის მეძავს ვგავდი"

-სოფია ვერგარა და მისი საქმრო კლუბიდან გაყარეს

-ელენ დეჯენერესმა სოფია ვერგარას თავზე ბოთლი გადაამტვრია

-სოფია ვერგარა In Style -ის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება