ჯენიფერ ლოპესს ახალგაზრდა საყვარელი მობეზრდა

ჯენიფერ ლოპესს ახალგაზრდა საყვარელი მობეზრდა

მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ახალგაზრდა საყვარელი, მოცეკვავე კასპერ სმარტი მობეზრდა. 25 წლის კასპერი გრძნობს, რომ ლოპესი მასთან ურთიერთობას მალე გაწყვეტს. ჯენიფერი ცდილობს, ახალგაზრდა საყვარელთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს.

როგორც წყვილის ახლო მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, კასპერი დეპრესიაშია და ყველა ხერხით ცდილობს, ჯენიფერი ცოლობაზე დაითანხმოს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოპესი საქორწინო კაბის ჩაცმას უახლოეს მომავალში არ აპირებს.

"როდესაც კასპერმა ჯენიფერს შესთავაზა, თითზე ნიშნობის ბეჭდის ფორმის სვირინგები გავიკეთოთო, ლოპესმა სიცილი ვერ შეიკავა. სმარტი ცუდ დღეშია. ის ჯენიფერსა და მის შვილებს შეეჩვია და ჯენიფერისგან წასვლა არ სურს", - წერს ვებსაიტი showbizspy.

ბოლო რამდენიმე კვირაა პრესაში აქტიურად განიხილება ჯენიფერისა და კასპერის რომანი. წყვილის ახლო მეგობრებიც ამბობენ, რომ ვარსკვლავი კასპერის მიმართ მოთმინებას კარგავს. სმარტი პოპულარული სახე არაა, ჯენიფერის გაცნობამდე მოკრძალებულად ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, ლოპესი ხელმოკლე საყვარელს წვრილმანი ხარჯებისთვის კვირაში 10 000 დოლარს ანგარიშზე ურიცხავს.

შეგახსენებთ, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მოცეკვავე კასპერ სმარტმა ერთმანეთი შარშან ზაფხულში გაიცნეს, როცა ვარსკვლავი მეუღლეს, მომღერალ მარკ ენტონის დაშორდა. ჯენიფერსა და მარკს ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

ჯენიფერ ლოპესს დედა უფლებას არ აძლევს კასპერ სმარტისგან შვილი იყოლიოს

ჯენიფერ ლოპესი ანჯელინა ჯოლის ბაძავს

ჯენიფერ ლოპესი ერთ პროცედურაში 25 000 დოლარს ხარჯავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება