ია ფარულავას მორიგ, ახალ ქორწინებას რომანტიკულობასთან ერთად სკანდალიც თან ახლავს. სკანდალი მისი მეუღლის, ტარიელ სუარის ყოფილი ცოლის გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ წყვილის ქორწინება უკანონოა, რადგან ტარიელ სუარი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ფარულავაზე იქორწინა.
ტარიელ სუარის პირველი ქორწინების ხმაურიანი დეტალების შესახებ ჩვენმა მკითხველმა უშუალოდ მუსიკოსის დედის, მზია ასლამაზიშვილის ინტერვიუდან შეიტყო, რომელის თქმით, მისი ყოფილი რძალი სხვა ცრუ ბრალდებებთან ერთად სუარს პედოფილიაშიც ადანაშაულებდა. ამონარიდი ინტერვიუდან:
"2012 წელს ირმას ადვოკატმა მოტყუებით მოაწერინა ხელი ტარიელს დოკუმენტზე, რომლის მიხედვით მას ჩამოერთვა ბავშვზე ყველანაირი უფლებები, ჩემმა შვილმა სასამართლოში იჩივლა. 24 სექტემბრის პროცესი სწორედ მათი განქორწინებისა და ბავშვზე უფლებების დაბრუნების მიზნით შედგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ტარიელს დაუბრუნდა შვილზე უფლებები. როდესაც ირმა ვერაფერს გახდა, ბოლოს სასამართლო პროცესზე ისიც კი განაცხადა, რომ ტარიელ სუარი პედოფილია და ის სწორედ ამის გამო არ შეიძლება გაეკაროს ბავშვს. ასეთი შინაარსის წერილები ტარიელის დისკრედიტაციის მიზნით ხშირად "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც გამოუქვეყნებია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. გერმანულმა სასამართლომაც ეს მოთხოვნა ფაქტების არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა," - ამბობს ტარიელ სუარის დედა, მზია ასლამაზაშვილი. ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ, ამ ბმულზე.
ასევე იხილეთ: როგორ ეხმაურება ია ფარულავა დედამთილის სკანდალურ ინტერვიუს