ხალხი "ქართულ ოცნებასაც" ისეთივე პოლიტიკურ წერას გამოუყვანს, როგორც ნაცისტურ პარტიას - რას ითხოვს ირაკლი კაკაბაძე

ხალხი "ქართულ ოცნებასაც" ისეთივე პოლიტიკურ წერას გამოუყვანს, როგორც ნაცისტურ პარტიას - რას ითხოვს ირაკლი კაკაბაძე

მწერალი და უფლებადამცელი ირაკლი კაკაბაძე ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით გუშინ გავრცელებულ სკანდალურ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"აი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა რომ ნაცისტური რეჟიმი დამნაშავე რეჟიმია და ის უნდა გასამართლდეს როგორც ასეთი. ახლა "ქართულ ოცნებას" თუ არ ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ ეს ასე გააკეთოს - ხალხი გამოვა და მასაც ისეთივე პოლიტიკურ წერას გამოუყვანს, როგორც ნაცისტურ პარტიას. "ორი გვამი მჭირდება და პრემია დიდი იქნება" - არის ნამდვილად ნაცისტური სულისკვეთების ხელისუფლების ფრაზა. და კიდევ იმის ლაპარაკი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ იყო ნაცისტური ტიპის პარტია, არის ძალიან დიდი უნამუსობა ნებისმიერი ფსევდო-ინტელექტუალის მხრიდან. მე პირადად მივდივარ აქციაზე, სადაც ნაცისტური პარტიის და რეჟიმის გასამართლებას ვითხოვთ. და "ქართულ ოცნებას" ვურჩევ წინ არ დაგვიდგეს!", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.

იხილეთ ასევე: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე

"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს