რას წერს Los Angeles Times ხატია ბუნიათიშვილზე

რას წერს Los Angeles Times ხატია ბუნიათიშვილზე

ახალგაზრდა დირიჟორი კრისზტოფ ურბანსკი ლოს-ანჯელესის ფილარმონიის ორკესტრში დაბრუნდა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორი პოლარიზებულია პოლონური მუსიკა. როგორც ჟურნალისტი წერს, შეუძლებელია უფრო რთული პროგრამა მოიფიქრო, როდესაც თავდაპირველად ვოიცეხ კილიარის შესანიშნავი ხმაურიანი კომპოზიცია Krzesany ჟღერს და რომელსაც შოპენის პოეტური ნამუშევარი - კონცერტი No. 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის მოსდევს.

"შოპენის კონცერტი 26 წლის ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა შეასრულა მსუბუქად, მოდუნებული შეხებით, თითქმის ტრანსში. მან გადმოსცა ფერადი კოლექცია ტკბილად, რომელიც ზოგჯერ დნებოდა არამკაფიოდ და ნელა, ამგვარად საზღვარს შლიდა. მას შეეძლო შეექმნა ცოტაოდენი ენერგია, როდესაც ამის საჭიროება იყო. ეს პერფორმანსი იყო მეტწილად გულისკენ მიმართული", - წერს Los Angeles Times.

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ:

ბუნიათიშვილი: "ჩაიცვან ეგეთი კაბები და ვნახოთ, თუ გაუმართლებთ" (ექსკლუზივი)

ხატია ბუნიათიშვილის მკერდი ინტერნეტსენსაცია გახდა

იხილეთ ვიდეო: სკამზე გაწოლილი ხატია ბუნიათიშვილის მასტერკლასი გერმანელი ბავშვებისთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება