ბენედიქტ კამბერბეჩი: "მომავალში რეჟისორობას ვგეგმავ"

ბენედიქტ კამბერბეჩი: "მომავალში რეჟისორობას ვგეგმავ"

სერიალ "შერლოკის" 37 წლის ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ჟურნალისტებს ძალიან უყვართ - ყოველთვის გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩევა.

მსახიობმა ჟურნალისტებთან ბავშვობა გაიხსენა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ვარსკვლავის თქმით, მის წარმატებაში დიდი წვლილი მშობლებმა შეიტანეს - იმისთვის რომ ბენედიქტს სკოლაში კარგად ესწავლა, მათ ბევრი იშრომეს.

"მშობლები ბევრს მუშაობდნენ და მთელი ბავშვობა განებივრებული ვიყავი. მახსოვს, როდესაც მათ ვუთხარი, რომ მსახიობობა მსურდა და მათი კვალის გაყოლას ვაპირებდი, უკმაყოფილოები დარჩნენ. თუმცა, მშობლებმა ჩემს არჩევანს პატივი სცეს და მაქსიმალურად გვერდში დამიდგნენ. მსურს, მიცნობდნენ როგორც მსახიობს და არა როგორც ფილმის ვარსკვლავს. შეიძლება მომავალში რეჟისორობა ვცადო. მუშაობა კამერის უკან, აი, სადაც ჩემს მომავალს ვხედავ", - განაცხადა მსახიობმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

ბენედიქტ კამბერბეჩი სერგეი ბოდროვის ფილმში გამოჩნდება

ვისთან ერთად გაატარებდით ვალენტინობას - ქალებმა სასურველი მამაკაცი აირჩიეს

ბენედიქტ კამბერბეჩი: "მიკვირს, ქალები ჩემს გამო სისულელეებს რატომ აკეთებენ"

მომზადებულია bigissue.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება