"ასეთი რა გააძღეს, რომ ასე იცავს" - ნაზღაიძე სტურუას ლექსიკას უწუნებს

"ასეთი რა გააძღეს, რომ ასე იცავს" - ნაზღაიძე სტურუას ლექსიკას უწუნებს

მოდელი და ტელე-რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ასეთი რა გააძღეს, რომ ასე იცავს, ან ასეთი რა პროტეზი აქვს ჩადგმული!!!

ძაღლის ჯიშს მახსენებს (პიტბული), პიტბულმაც ასე იცის, რომ ჩაავლებს, გაშვება აღარ იცის. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ის ავლებს თავის მოწინააღმდეგეს და არა ფულით სავსე ტომარას.

რომ კითხო დამსახურებული რეჟისორია (არავინ დაობს), მაგრამ ლექსიკა ამ ასაკისათვის, მე მგონი, მიუღებელია. მითუმეტეს, როდესაც ის თაობაა, რომელმაც ახალგაზრდა თაობას მაგალითი უნდა მოგვცეს და მისი მაგალითი რა არის?

პ.ს მართლაც რომ, ბატონო რობერტ, თქვენ სიტყვებს გავიმეორებ, "ყველაფრის ღირსი ხარ უბადრუკო" საქართველო!!!

და კიდევ დავამატებ, თუ ასეთი ცუდი ერი ვართ, წადით, წადით, ჩემო ბატონო, რა დაგრჩენიათ ამ ქვეყანაში, მაგრამ თქვენ თავად უკეთ იცით, რომ წახვიდეთ .....", - წერს ნაზღაიძე.

რეჟისორი ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

"ნაწყენი საქართველო არჩევნებზე არ გავიდა

აბა რა!

1.ორი წელი გავიდა და ფული არავინ დაურიგა;

2.ბინები არ მისცეს;

3.ბიზნესმენებს აღარ იჭერენ;

4.მოსავალი ისევ თვითონ უნდა მოიყვანოს;

5.აღარავინ არბევს;

6.ქარხნები ისევ დგანან: არავინ უშენებს;

7.ცოლები ისევ დაუკმაყოფილები დაბოდიალობენ;

8.არავინ არავის იჭერს!

9.კაცების გაუპატიურება შეწყდა!

ა მ ა ზ ე "ო ც ნ ე ბ ო ბ დ ა " ე რ ი ?!

ფურთხის კი არა, ყველაფრის ღირსი ხარ, უბადრუკო !

ნუთუ ისევ უცდი სამხრეთელ პრეზიდენტს, ისევ დედა რომ მოგიტ$ნას?

მაშინ სასწრაფოდ ჩეჩმაში, ისტორიის ჩეჩმაში ყოფილა შენი ადგილი.

გული მტკივა...

შენ კი გიხარია...

ნაწყენი...", - დაწერა სტურუამ.

იხილეთ ასევე: გიორგი ნაზღაიძე - გული მიგრძნობს, მაგრად დაგვენძრა!

გიორგი ნაზღაიძე - "ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ყველა უვიცი გახადეს ვითომ ვარსკვლავი!"

გიორგი ნაზღაიძე - "მირჩევნია, ჩემი შვილი ყრუ დაიბადოს, ოღონდ ბერას ძლიერი ვოკალით მელოდიურ რეპს არ მოუსმინოს!"

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ნაზღაიძის გასაიდუმლოებული 2-წლიანი პირობითი სასჯელი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს