იან სომერჰალდერი "ბინდის" ვარსკვლავს ხვდება?

იან სომერჰალდერი "ბინდის" ვარსკვლავს ხვდება?

წელიწადზე მეტია, რაც პოპულარულ სერიალ "ვამპირის დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი კოლეგა ნინა დობრევს დაშორდა, თუმცა, როგორც ჩანს, ზებუნებრივის მიმართ ლტოლვა მსახიობს ჯერ ისევ არ განელებია.

მისი ახალი გატაცება "ბინდის" მონაწილე ნიკი რიჩია. წყვილი ბოლო დროს არაერთხელ შენიშნეს ერთად, თუმცა რიდი და სომერჰალდერი მხოლოდ მეგობრებივით იქცეოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი პაპარაცემა წყვილი მაშინ გადაიღეს, როდესაც მორიგი სეირნობის დროს ერთმანეთს მხურვალედ ეხუტებოდნენ.

შესაძლოა, 35 წლის მსახიობი მეგობრულ სინაზეს გამოხატავს, თუმცა მისი თაყვანისმცემლები ეჭვობენ, რომ წყვილს შორის მეგობრობაზე მეტია. მათ ურთიერთობის დამალვის მიზეზი ნამდვილად აქვთ - რიდი ნინა დობრევის საუკეთესო მეგობარია. როცა დაქალი შენს ყოფილ შეყვარებულთან რომანს აბამს, ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

შესაგხსენებთ, შარშან ნინა დობრევისა და იან სომერჰალდერის შერიგების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. წყვილი წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა ერთად და ერთადაც პოზირებდა. თუმცა, ისინი ამის შემდეგ ერთად აღარ უნახავთ და ჭორებიც მალე გაქარწყლდა.

აღსანიშნავია, რომ იანის და ნიკის პაპარაცული ფოტოების გავრცელების შემდეგ ნინამ დაქალი სოციალურ ქსელში მეგობრების სიიდან წაშალა და მისი ყოფილი ქმარი დაიმეგობრა.

იხილეთ ასევე: ლიამ ჰემსვორტი და ნინა დობრევი ერთმანეთს ხვდებიან?

იან სომერჰალდერსა და ნინა დობრევს მხოლოდ სექსი აკავშირებთ

ნინა დობრევი - "იანის მიმართ გრძნობას დიდხანს ვებრძოდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება