რუსული სამხედრო ვერტმფრენები ჩამოვარდნილი "სუ-24"-ის მფრინავებს ეძენებ. "დეილი ნიუსი" სამაშველო ოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი მფრინავი სირიის პროვინცია ლატაკიაში მცხოვრებმა ეთნიკურმა თურქმენებმა დაატყვევეს. რაც შეეხება მეორე მფრინავის ბედს, როგორც CNN turk-ი იტყობინება, ის სავარაუდოდ დაიღუპა.
სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით პირველი განცხადება ნატო-ში გააკეთეს. როგორც "ბლულმბერგი" იტყობინება, ალიანსში განაცხადეს, რომ სიტუაციას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.