ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზენევიმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 14 ადამიანი რჩება.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან.

დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

ნახეთ: რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

იხილეთ ვიდეო: წუთი, როდესაც სატვირთო ხალხში შევადა - საზარელი კადრები ნიცას აფეთქებიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა