ემოციური კადრები ნიცას ტერაქტიდან - როგორც ცდილობს შოკირებული ხალხი თავის გადარჩენას

ემოციური კადრები ნიცას ტერაქტიდან - როგორც ცდილობს შოკირებული ხალხი თავის გადარჩენას

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი კი დაშავდა. მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსოფლიო მედია უკვე ავრცელებს ვიდეო და ფოტო მასალას, თუ რა ხდებოდა ტერაქტის პირველ წუთებში. ცოტა ხნის წინ BBC-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს შოკირებული და პანიკაში ჩავარდნილი ხალხი მომხდარი თავდასხმის შემდეგ.

ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

დაუდასტურებელი წყაროებით, ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა