ნიცას ტერაქტის 3D რეკონსტრუქცია - ტრაგედიის ზუსტი სურათი აღადგინეს

ნიცას ტერაქტის 3D რეკონსტრუქცია - ტრაგედიის ზუსტი სურათი აღადგინეს

ინტერნეტში ნიცაში მომხდარი ტერაქტის 3D რეკონსტრუქცია ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის სატვირთო ავტომობილი ხალხით სავსე ტერიტორიაზე.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდაპირველად ეგონათ, რომ სატვირთოს მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, თუმცა მას შემდეგ, რაც იქიდან ცეცხლი გაიხსნა, ყველაფერი ნათელი გახდა. სატვირთო მანქანიდან ხალხს ერთდროულად რამდენიმე შეიარაღებულმა გაუხსნა ცეცხლი.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ". გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ფრანგულმა მედიამ უკვე დაასახელა ტერაქტის შემსრულებელი. მედიის ცნობით, ის ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია. არსებული ინფორმაციით, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის თავდამსხმელი ნიცაში ცხოვრობდა. ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან სატვირთო მანქანა იქირავა.

წაიკითხეთ: "ამ ამბავს ჩემი ორი ჯგუფელი გოგო შეეწირა" - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნიცას ტრაგედიაზე

რა ხდებოდა წუხელ ნიცაში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა