უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აქვეყნებს.
"დააკავეს მიხეილი! მიყავთ უსაფრთხოების სამსახურში ასკოლდოვზე", - წერს საყვარელიძე.
აღნიშნული ფაქტი "ახალი ძალების მოძრაობის" პრესმდივანმა მარიანა პოჩტარმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცველები კარვების ქალაქზე შეტევას ახორციელებენ.
ნახეთ: LIVE: რა ხდება ამ წუთებში კიევში - დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი
წაიკითხეთ: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე