მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა

მეგანის და ჰარის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება - ლონდონში ათობით ათასი თაყვანისმცემელი შეიკრიბა

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე რამდენიმე საათი რჩება, ცერემონიას პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი ნახავს. წყვილის უამრავმა თაყვანისმცემელმა კი გადაწყვიტა, ამ მნიშვნელოვან მოვლენას თავადაც დაესწრონ და ლონდონში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

ათობით ათასი მათგანი ბერკშირში დაბანაკდა, რომ სამეფო წყვილს თვალი მაინც მოკრან. სასახლეს პოლიციის კორდონები იცავს, ლონდონში დღეს უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული.

ცერემონია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება და 1 საათს გასტანს. ჰარის მეჯვარე მისი ძმა, პრინცი უილიამი იქნება. მეგანს კი საუკეთესო მეგობრებიდან ერთის შერჩევა ძალიან გაუჭირდა, ამიტომ მას მეჯვარე არ ეყოლება, პატარძალთან ერთად დღეს ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილს, პრინცესა შარლოტას ვიხილავთ.

იხილეთ: LIVE: სამეფო ქორწილი დიდ ბრიტანეთში - პირდაპირი ეთერი ლონდონიდან

ლონდონში იმყოფება მეგანის დედა, დორია რეგლენდი, რომელიც ეკლესიამდე შვილთან ერთად მივა ავტომანქანით. ცერემონიას ვერ დაესწრება მეგანის მამა, რომელსაც გულის შეტევის გამო ოპერაცია დასჭირდა. საკურთხევლამდე პატარძალს მომავალი მამამთილი, პრინცი ჩარლზი მიიყვანს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"