ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან: საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან: საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა. დილიდან უამრავი ადამიანია შეკრებილი დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც სხვადასხვა აქტივობები იმართება.

რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია იმ ადამიანების ფოტოები (პლაკატები), რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გარკვეულ ლოკაციებზე უკვე მოწყობილია ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ