ნანკა კალატოზიშვილი - კუპრავა შენს გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან

ნანკა კალატოზიშვილი - კუპრავა შენს გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"მოკლედ ეს კუპრავა საერთოდ არ მახსოვდა ვინ იყო, არც სახეზე არც გვარით, აქციაზე მივედი და ვიცოდი რატომ მივედი. იქ გავიგე ხალხის აღშფოთება ამ კუპრავაზე და მიზეზი ამ დამოკიდებულების, მერე უკვე ბევრი სხვა რამეც გაგვახსენდა ყველას და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ვბრაზდებოდით ამ აქციისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემისთვის, მაინც ვიდექით, არ ვღალატობდით იმ მთავარ იდეას, რის გამოც უმეტესობა შევიკრიბეთ. ისევე როგორც ყველა სხვა აქციაზე - ადამიანის უპლებების დასაცავად კიდევ და არაერთხელ გავალთ. მოკლედ დღეს ვუსმენ ამ კუპრავას, რომ მისი და სარალიძის პოზიციები გაიყო და ჩემი თანამებრძოლი აღრ არისო. ხოდა კუპრავა შენს გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან, ისედაც ყველას გვაღიზიანებ ამდენი დღეა!!! სარალიძეს თანამებრძოლები უშენოდ ბევრად მეტი ეყოლება, თან რეალური და ნამდვილი ემოციით! ადამიანები რომლებიც საერთოდ არ ითხოვენ გადატრიალებას, ჩვენ გვინდა ადეკვატური სასამართლო, პროკურატურა და სახელმწიფო, რომელსაც ევალება, რომ გემსახურებოდეს და არ იმეორებდეს წინამორბედის შეცდომებს!!!" - წერს მსახიობი.

უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტექტო აქციები მიმდინარეობს. ყველაფერი 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ხმაური გამოიწვია სასამართლოში. მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საზოგადოებას მოუწოდა, გვერდში დადგომოდნენ მას, რათა "მკვლელები დაესაჯა". ამის შემდეგ სასამართლოსთან შეკრებილებმა მთავარ პროკურატურასთან გადაინცავლეს, სადაც ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს. რამდენიმე საათში მთავარმა პროკურორმა თანამდებობდა დატოვა. შოთაძის გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პროტესტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გააგრძელეს. 31 მაისს დღის ბოლოს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას დაემატა, მთავრობის გადაყენების მოთხოვნაც. ადგილზე იმ დღესვე მივიდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა მას აქტივისტების ნაწილმა სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. იმ დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ძიებას პროკურატურა აღარ გააგრძელებდა და საქმე შსს-მ დაიბრუნა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს