სათამაშოები, სანთლები და ყვავილები სმიტების ოჯახის ხსოვნისათვის - "მადლობას გიხდით თანადგომისთვის"

სათამაშოები, სანთლები და ყვავილები სმიტების ოჯახის ხსოვნისათვის - "მადლობას გიხდით თანადგომისთვის"

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის გამო მოქალაქეების ნაწილი გუშინ აშშ-ს საელჩოსთან შეიკრიბა. მათ სმიტების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადეს.

აშშ-ს საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სმიტების ოჯახისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ მოწყობილ მემორიალულ კუთხესთან ბავშვის სათამაშოები, სანთლები და ყვავილები დევს.

„მადლობას გიხდით თანადგომისათვის. პატივს მივაგებთ სმიტების ოჯახის ნათელ ხსოვნას,” - ნათქვამია საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე.

მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც.

"შოკირებულნი ვართ მომხდართან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ძალიან დიდ მწუხარებას. ტრაგიკულად მოკლეს ბრაიან სმიტი, მისი მეუღლე და შვილი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და თავიანთი საქმიანობით ეკონომიკის განვითარებას უწყობდნენ ხელს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვუთანაგრძნობთ გრდაცვლილების ოჯახს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. მადლობა საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტის, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს დამნაშავის დასაკავებლად", - განაცხადა ელიზაბეტ რუთმა.

მკვლელობა ხადას ხეობაში 4 ივლისს მოხდა. რაიან და ლორა სმიტებისა და მათი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული მ.კ-ა, რომელიც შსს-მ უკვე დააკავა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ