დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...

დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოს, რომელზეც სამედიცინო ეტლია ასახული, უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს.

თაქთაქიშვილმა ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: "ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი... რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა..."

ცნობილია, რომ ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი წყვილი ლორა და რაიან სმიტები ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. რაიან სმიტი აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო და მარნეულში სკვერის გაკეთების იდეაც ჰქონდა, მარნეულელები ამბობენ, რომ ამერიკელი წყვილი ადგილობრივებს ძალიან ეხმარებოდა. მარნეულელების თქმით, ცოლ-ქმარი აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობდა, რაც მათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

წაიკითხეთ: როგორ გლოვობენ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები სმიტებს

სმიტები მარნეულში ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. რაიან სმიტი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ტრადიციულ ნაციონალურ ხალიჩებს აქსოვინებდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიდა სარეალიზაციოდ.

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან კაილებთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაშია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს