ავტორი:

ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ვინ არის ბიჭი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე მის ოჯახთან ერთად გამოჩნდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99,78 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 59,55 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40,45 %-მა.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი შტაბიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მასთან ერთად ბრიფინგზე იდგნენ ზურაბიშვილის ოჯახის წევრები, შვილები: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანი, ძმა - ოთარ ზურაბიშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა - რევაზ მაყაშვილი.

მაყაშვილის ფიგურამ მედიასა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის აქამდე არ უნახავთ საპრეზიდენტო კანდიდატის გვერდით. როგორც გავარკვიეთ, რევაზ მაყაშვილი სალომე ზურაბიშვილის გარდაცვლილი მეუღლის, პუბლიცისტის და ჟურნალისტის ჯანრი კაშიას შვილიშვილია. რევაზი პუბლიცისტის ერთ-ერთი ქალიშვილის, ნანა კაშიას ერთადერთი ვაჟია.

მაყაშვილი და გორჯესტანები ერთი თაობის წარმომადგენლები არიან და მეგობრობენ. მათ ფეისბუქის გვერდებზე უამრავი ერთობლივი ფოტოს ხილვაა შესაძლებელი. ჯანრი კაშიას ქალიშვილი და შვილიშვილი ესწრებოდნენ თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილს, რომელიც ყაზბეგში გაიმართა. ქორწილის ფოტოებში ჩოხაში გამოწყობილი სიძის გვერდით, რევაზ მაყაშვილსაც შენიშნავთ.

რევაზ მაყაშვილს განათლება საფრანგეთში, პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ის იურისტია და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

საოჯახო ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ