ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტა­ი­ლე­რ­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის თამამი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტა­ი­ლე­რ­სა და ბი­ან­კა ბალ­ტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის თამამი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ქუთაისელი მოდელის, ანნა ახვლედიანის სილამაზემ რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა აალაპარაკა. საქართველოში ის პოპულარული მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ გახდა. მას პარტნიორობას უწევდა ოთო ფოლადაშვილი, რომელთანაც მოგვიანებით რომანიც გააბა.

თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ოთოსთან დაშორების შემდეგ ანა მოდელ გიგი ბერაიას გაუმიჯნურდა, 2018 წელს კი წყვილი დაქორწინდა და უკვე ულამაზესი შვილის მშობლებიც არიან.

ანა ახვლედიანი Ace Models-ის, Brave Models Management-ისა და PRM Model Agency-ის მოდელია. ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებენ. "ვოგის" ფოტოგრაფმა ნიკოლო ბორისოვმა ანა "D&G"-ის სარედაქციო სტატიისთვის გადაიღო. ის პროფესიით იურისტია. ანა მისმა მენეჯერმა, გიორგი პაპიძემ აღმოაჩნა. ანა ვერასდროს წარმოიდგენდა მოდელობას, თუმცა ბებიის თხოვნით, კასტინგზე მაინც გავიდა და წარმატებასაც მიაღწია. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მოდელი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, სხვადასხვა დროს პოლიტიკური შინაარსის სტატუსებიც დაუწერია. გთავაზობთ ანას თამამ ფოტოებს "ინსტაგრამიდან".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს