ავტორი:

ნაკურთხი საარჩევნო უბნები და ბატკანი კომისიის წევრებისთვის - სახალისო ამბები შუალედური არჩევნებიდან

ნაკურთხი საარჩევნო უბნები და ბატკანი კომისიის წევრებისთვის - სახალისო ამბები შუალედური არჩევნებიდან

დღეს გამართულ შუალედურ არჩევნებს კურიოზებისა და სახალისო ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია:

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა კომისიის წევრებს, ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა. დანო თურქოშვილს საარჩევნო უბანზე ბატკანიც ახლდა. მანვე კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა. თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

ზუგდიდში კი საარჩევნო უბნები სასულიერო პირებმა აკურთხეს.

მოგვიანებით ამ ფაქტს ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე გამოეხმაურა და დასძინა, რომ სასულიერო პირები საარჩევნო უბნებზე 3-5 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ და თუ შესაბამისი საჩივრები იქნება, მათზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს.

ხულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე საარჩევნო უბანთან ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, თუმცა პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.

პირადობის მოწმობის არქონის გამო, მერობის კანდიდატი 15 წუთის განმავლობაში ხმას ვერ აძლევდა.

სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემად იქცა ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბანზე მოხდარი დაპირისპირება.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ადგილობრივი ქეთევან სორდია. გვარამიამ სორდიას "ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული უწოდა და მიმართა კითხვით, რა ედო პოლიეთილენი პარკში.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა ქეთევან სორდიამ:

"გვარამიამ მითხრა, რა გიჭირავს ხელში, აქ რატომ დგახარო?! ვუთხარი, რომ მოქალაქე ვარ-მეთქი. დამეტაკა, წამართვა ჩანთა, რომელშიც ფეხსაცმლები მედო. გადმომიგდო სათვალე. პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს საზიზღარი! ვაი, იმ სამეგრელოს ესენი რომ შემოუშვა" - განაცხადა სორდიამ.

სოციალურ ქსელებში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ სახალისო ვიდეობს შორის აღმოჩნდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს