ავტორი:

9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა

9 ცნობილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ბევრჯერ იქორწინა

მათთვის მენდელსონის მარში არაერთხელ გაისმა, ზოგიერთი მათგანი კი ჯვრიწერასაც ახერხებს რამდენიმეჯერ. ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ, ბედი მესამედ სცადეს, ზოგმაც მეოთხედ და ჯერჯერობით წარმატებით. გაიცანით, ბევრჯერ დაქორწინებული ქართველი ვარსკვლავები.

პროდიუსერ დავით იმედაშვილისა და ანა იმედაშვილის ოჯახური წყვილი ქორწინების რამდენიმე წელს ითვლის და საერთო შვილი, 6 წლის პეტრე ჰყავთ. იდეალური ოჯახის შექმნამდე დათო ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში და ამ ქორწინებებიდან ორი უფროსი შვილი ჰყავს.

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. წყვილი საერთო შვილს ელოდება. ჯანეტის გაბედნიერებამდე ნოე ორჯერ გახლდათ შეუღლებული. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს.

ვახო სანაიამ მესამედ ჩუმად იქორწინა. უფრო მეტიც, ყოფილმა მეორე ცოლმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან შეიტყო და ჟურნალისტს სკანდალური სტატუსიც მიუძღვნა. ვახოს ახალი რჩეული სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ გაიგო მათი ქორწინების შესახებ, წყვილი საერთო ფოტოების გამოქვეყნებას მაინც ერიდება. ჟურნალისტს პირველი ორი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს.

ირაკლი ნოზაძე სკანდალური მხოლოდ პირადი ცხოვრებით არ გახლდათ, ის არაერთხელ გახვეულა გაუგებრობაში და ბოლო შემთხვევა ლამის მისი მკვლელობითაც დასრულდა. პირველი ქორწინებიდან მომღერალს შვილი არ ჰყავს, მეორე ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. ხოლო მესამე ცოლს, ია დუდაშვილს, რამდენიმე თვის წინ შეურიგდა. მათი საერთო შვილი, ნია თავისი ვიდეოებით სოციალური ქსელის ვარკვლავია.

რეზო გიგინეიშვილი ცნობილი ქართველი რეჟისორია, რომელიც წლებია რუსეთში მოღვაწერობს. პირველ ქორწინებაში რუს ვარკვლავ ანასტასია კოჩეტკოვასთან იმყოფებოდა, რომელთან დაშორების შემდეგაც ანასტასიათი ნაკლებად ინტერესდებიან ტაბლოიდები. რეჟისორმა მეორე ქორწილი საქართველოში, წინანდლის ბაღში გადაიხადა - მან ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილ ნადიაზე იქორწინა. რუსი ქალების ქართველმა გულთამყრობელმა მესამედ ბედი ნადეჟდა აბალენცოვას დაუკავშირა. ორი ქორწინებიდან გიგინეიშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე საზოგადოებას არა მხოლოდ თავისი არაორდინალური ქცევებით აოცებს, არამედ სკანდალური პირადი ცხოვრებითაც. პირველი ქორწინებიდან ირაკლი კაკაბაძეს ერთი შვილი ჰყავს. ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებაში იურისტ ანა დოლიძესთან. კაკაბაძის მესამე რჩეული ბელა ჯაველიძეა. წყვილმა ახლახანს დაიწერა ჯვარი.

ცხრაჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში მიხეილ გომიაშვილი. სამწუხაროდ, ნიჭიერი მსახიობის როლებზე მეტად მის ქორწინებებზე იწერებოდა. გომიაშვილის მეცხრე მეუღლე ქეთი კალანდაძეა. ქეთისთან ქორწინებამდე 5 წელი ქორწინებაში იმყოფებოდა მაკა თვალჭრელიძესთან, თუმცა ერთ დღეს უთხრა, რომ სხვა შეუყვარდა და სხვა ქალთან წავიდა. გომიაშვილს 9 ქორწინებიდან ორი შვილი - 29 წლის ნატალია და 18 წლის არჩილი ჰყავს.

აჩი ფურცელაძის პირველი ცოლი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გახლდათ, მათი დაშორების მიზეზი კი ეჭვიანობა. მეორე ცოლზე, გაია ხაჩიძეზე რუსეთში იქორწინა და ერთად 5 წელი იცხოვრეს, თუმცა ხშირად შორდებოდნენ ერთმანეთს. აჩისთან განქორწინების შემდეგ, გაიამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთ მსახიობზე იქორწინა. ფურცელაძის მესამე რჩეული თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ელენე დუმბაძეა.

მალხაზ ქვრივიშვილის ორი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კი მესამედ ჟურნალისტ ხათუნა ფეიქრიშვილზე იქორწინა. ხათუნასთვისაც ეს მესამე ქორწინებაა. სკანდალური იყო მსახიობის მეორე ქორწინება, როდესაც ბედი 27 წლით უმცროს მარიამ ახობაძეს დაუკავშირა. თუმცა გოგონას მალევე დაშორდა. მოგვიანებით მარიამი მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს გაჰყვა ცოლად, თუმცა ეს ქორწინებაც უიღბლო აღმონჩდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება