ავტორი:

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც მიმალვაშია (ფოტო)

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც მიმალვაშია (ფოტო)

AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ფოტო, რომელიც ამჟამად მიმალვაშია. იგი 30 წლის ირაკლი დეკანოიძეა. მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ნათია გოგალაძეა, რომელიც ასევე 30 წლამდე ასაკისაა.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა თავდაპირველად ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილას ხელყუმბარა შეაგდო, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შემდეგ კი ტერიტორიაზე შეიჭრა და დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით. ყოფილ ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი შვილების გამო მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დეკანოიძის ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში, სოფელ აგარაში ცხოვრობდა. 16 წლის წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა, რის შემდეგაც დეკანოიძეების ოჯახი აგარიდან წამოვიდა და ხაშურში დასახლდა. ირაკლი დეკანოიძის მამამ მკვლელობისთვის სასჯელი 14 წელი მოიხადა და ისიც ხაშურში ჩავიდა საცხოვრებლად.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს