ავტორი:

18 მილიონიანი სასახლე 12 აბაზანით - მეგანი და ჰარი ჰოლივუდის ულტრა მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ(ფოტოები)

18 მილიონიანი სასახლე 12 აბაზანით - მეგანი და ჰარი ჰოლივუდის ულტრა მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ(ფოტოები)

მეგან მარკლი თავის ქმართან, ყოფილ პრინცთან, ჰარისთან და შვილთან, არჩისთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. აქამდე უცნობი იყო კონკრეტულად სად ცხოვრობდა წყვილი.

ახლა კი, "დეილი მეილი" ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰარი და მეგანი ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილსში, ულტრა მდიდრულ სასახლეში ცხოვრობენ.

გამოცემის ცნობით, 18 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე ჰოლივუდელ მაგნატს, ტაილერ პერის ეკუთვნის. ვილას 12 სააბაზანო აქვს, გარშემორტყმულია ულამაზესი ბაღით, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. სასახლეს ჰყავს დაცვაც. უცნობია, ჰარიმ და მეგანმა სასახლე იქირავეს, თუ იქ სტუმრის სტატუსით რჩებიან, მაგრამ სასახლის გაყიდვის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები წერენ, რომ ყოფილ პრინცს ის არ უყიდია.

წყვილი პერისთან ერთად საჯაროდ არავის უნახავს, მაგრამ ფიქრობენ, რომ მათ ერთმანეთი საერთო მეგობართან, ოპრა უინფრისთან გაიცნეს.

ოპრა და ტაილერ პერი

ჰარი და მეგანი კანადიდან ლოს ანჯელესში გადასვლის შემდეგ პირველად კამერებმა მოხალისეობრივი საქმიანობის დროს დააფიქსირეს. ისინი განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებს საკვებს ურიგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის დასაწყისში გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარს ამბობდნენ და სურდათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. წყვილმა უარი თქვა ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სტატუსზეც. ისინი ბრიტანეთიდან საცხოვრებლად ჯერ კანადაში, ვანკუვერში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ აშშ-ში, ლოს ანჯელესში დასახლდნენ.

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია