უკრაინის რადამ შესაძლოა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს

უკრაინის რადამ შესაძლოა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს

უკრაინის უმაღლესმა რადამ, შესაძლოა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. როგორც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან კოშულინსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამისთვის რადაში ხმათა საკმარისი ოდენობა მოგროვდება.

"226 დეპუტატით ვფიქრობ, შევძლებთ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, "რეგიონების" პარტიისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლობა რადაში ისეა, როგორც მტერი ზურგში, რომელიც ხვალ დანას ჩაგარტყამს.

"უმაღლესი რადას დახურული სხდომის ჩატარება - ეს იგივეა, რაც კრემლში პირდაპირი ტრანსლაცია, მათთან ერთად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება", - დასძინა კოშულინსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #უკრაინა

უახლესი: გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა